ვრცლად

ურბანული და რეგიონული პროექტების პიონერმა „აჭარა ჯგუფმა“ დედაქალაქშიახალი ეკოსისტემები შექმნა და თითოეული მათგანი ახლა უკვე ინდივიდუალურად ვითარდება. „აჭარა ჯგუფს“ აქვს უნარი ქვეყნის ყველაზე მოშორებული და ნაკლებად განვითარებული რეგიონებიც კი სტაბილურ ტურისტულ მიმართულებებად აქციოს.

ვრცლად

Rooms Hotels-ის მეორე სასტუმრომ ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, ამჯერად თბილისის ცენტრში, ისტორიული საგამომცემლო სახლის ადგილას დაიდო ბინა. მისი დიზაინერული კონცეფცია ელეგანტური ბრუტალისტური არქიტექტურისა და თანამედროვე დეკორის ელემენტების ბრწყინვალე ნაზავია.

2016 წელს განახლდა ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკა და ფერადოვან Fabrika Hostel-ად გადაკეთდა. ეს ადგილი ახალგაზრდების, მოგზაურების, ხელოვნების მოყვარულებისა და კაფეებისა თუ ადგილობრივი მცირე ბიზნესის გადაკვეთის წერტილად იქცა.

სასტუმრო „სტამბა“ „აჭარა ჯგუფის“ ძვირფასი შენაძენია. ის ცალკე შენობას იკავებს ყოფილი საგამომცემლო სახლის იმავე კომპლექსში, რომელშიც სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ია განთავსებული. 2018 წელს სასტუმრომ პირველად გააღო კარი და სტუმრებს მომსახურების გამორჩეული ობიექტები შესთავაზა: სახურავის აუზი, შოკოლატერია, საცხობი, კაფე „სტამბა“, „შიო რამენი“, გალერეები და საგამოფენო სივრცეები.

ადამიანები

ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით აჭარა ჯგუფმა შექმნა ინკლუზიური გარემო, სადაც თანამშრომლებს პროფესიულ ზრდაში სრული ხელშეწყობა აქვთ. კომპანია აქტიურად მუშაობს ქართველ ფერმერებთან და ადგილობრივ ბიზნესებთან, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. ამასთან ერთად, აჭარა ჯგუფი შემოქმედებით ინდუსტრიებსაც უჭერს მხარს, რის შედეგადაც ბევრ ხელოვანსა და ინოვატორ მეწარმეს ეძლევა საშუალება, წვლილი შეიტანოს ქვეყნის კულტურული სცენის განვითარებაში, რომელიც უკვე იძენს საერთაშორისო აღიარებას მისი უნიკალურობისა და ისტორიული აქტუალობის დამსახურებით.

ვრცლად

გარემო

აჭარა ჯგუფი მიჰყვება ეკოლოგიურად მდგრად პრაქტიკებს პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე. ავთენტური გარემოს შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, კომპანიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

ვრცლად

რეაგირება Covid-19-ზე

Covid-19-ის პანდემიამ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია მსოფლიო მასშტაბით უპრეცენდენტოდ აზარალა. სასტუმროებსა და რესტორნებს მოუხდათ ფუნქციონირების დროებით შეჩერება და მილიონობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა. აჭარა ჯგუფი აქტიურ ნაბიჯებს დგამს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისა და, რაც მთავარია, საკუთარი თანამშრომლების დასახმარებლად.

ვრცლად

ვრცლად

ამასთან ერთად, სასტუმრო სტამბა და ფაბრიკა ინოვატორ ადამიანებსა და ჯგუფებს თავიანთ სივრცეებში რეზიდენციებს სთავაზობს, რაც ქვეყნის შემოქმედებით გარემოს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

კომპანია თანამშრომლობს თანამედროვე ხელოვნების ისეთ მოწინავე პლატფორმებთან, როგორებიცაა Artarea, Oxygen Art Festival-ის შემქმნელი Propaganda Network და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის Innovation Lab. ამ ინსტიტუტების შემადგენლობაში შედიან გაბედული მხატვრები, კრიტიკოსები და კურატორები, რომლებიც საქართველოს კულტურულ საზღვრებს სულ უფრო აფართოვებენ. ამავდროულად, აჭარა ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოში გამართულ კინოს, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების ფესტივალებს, თბილისის არქიტექტურულ ბიენალეს.

ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაში კულტურულ მემკვიდრეობას გადამწყვეტი როლი აქვს, სწორედ ამიტომაც, აჭარა ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, რუსთაველის თეატრთან, თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან.  

თბილისს მოდის ინდუსტრიაში უკვე სფეროს ყველაზე ცნობილი დედაქალაქების გვერდით ახსენებენ. უნიკალური სტილის შეგრძნების დამსახურებით ქალაქი მსოფლიო მოდის ყურადღების ეპიცენტრშია. აჭარა ჯგუფი პარტნიორობს Mercedes Benz Tbilisi Fashion Week-თან, რომელიც ყოველწლიურად ნიჭიერ ადგილობრივ დიზაინერებს უყრის თავს. 

Telegraph.co.uk

Stamba Hotel Review

Surface

Opening Shot: In Tbilisi, Art Deco Vibes Permeate a Soviet-Era Publishing House

Forbes

Why Georgia (the Country) Belongs on Your Travel Wish List