აჭარა ჯგუფი მიჰყვება ეკოლოგიურად მდგრად პრაქტიკებს პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე. ავთენტური გარემოს შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, კომპანიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.
მდგრადი სოფლის მეურნეობა
კომპანია „უდაბნო,“ ინოვაციური ვერტიკალური ფერმა სასტუმრო „სტამბაში“ და გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ ფერმერებთან აჭარა ჯგუფს სოფლის მეურნეობის სექტორის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აყალიბებს.
→ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკოლოგიურად მდგრადი პრაქტიკების დანერგვას ენიჭება.
სხვადასხვა აქტივობის საშუალებით კომპანია ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების განვითარებას, წყლისა და ელექტროენერგიის ეფექტურ მოხმარებას, გამწვანებას და ნახშირბადის ემისიის შემცირებას.
მდგრადი სტუმარმასპინძლობა
როგორც წამყვან ქართულ კომპანიას სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, აჭარა ჯგუფს აქვს პასუხისმგებლობა, განავითაროს გარემოსდაცვითი მიდგომები კომპანიის სასტუმროებსა და რესტორნებში. ყოველი ახალი პროექტის შემუშავებისას პრიორიტეტი ენიჭება ელექტროენერგიის ეფექტურ მოხმარებას, ნარჩენების გადამუშავებას და მართვას, მდგრად მშენებლობას.
აჭარა ჯგუფის დაწესებულებების უმრავლესობა განთავსებულია რესტავრირებულ შენობებში, შესაბამისად, მათი განვითარება უკავშირდება ნაკლებ სამრეწველო ნარჩენსა და ნახშირბადის ემისიას. თითოეულ ობიექტზე ინერგება ენერგოეფექტური პრაქტიკები და ნარჩენების გადამუშავების მეთოდები.
გარემოსდაცვითი კამპანიები
აჭარა ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს და მხარს უჭერს გარემოსდაცვით კამპანიებს, იქნება ეს ხეების დარგვის აქციები თუ გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და საწარმოებთან თანამშრომლობა. კომპანია მოწოდებულია, შექმნას პირობები გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას განაპირობებს.