უდაბნო
კომპანია „უდაბნოს“ ფარგლებში აჭარა ჯგუფმა კახეთში 4000 ჰექტარი შეიძინა და ფერმერულ მიწად აქცია. ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ეს ადგილი სასოფლო-სამეურნეო ცენტრად და მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილად ყალიბდება. აჭარა ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს ადგილობრივ ფერმერებთან და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
2000 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებთან ერთად, წარმატებით გაშენდა კენკრის პლანტაციები და მცირე ვენახები, რომლებშიც მრავალი ენდემური ჯიშის ვაზი ხარობს. სამომავლოდ დაგეგმილია მერძევეობის ფერმის განვითარებაც, რისთვისაც კომპანიამ უკვე შეისყიდა კამეჩები და თხები. ასევე იგეგმება „ფერმიდან მაგიდაზე“ კონცეფციის სასტუმროსა და რესტორნის გაკეთებაც. ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს აჭარა ჯგუფი კომპანიის ობიექტებზევე იყენებს.