უნიკალური კონცეფციებისა და პროექტის მართვის ახლებური მეთოდების დანერგვით აჭარა ჯგუფმა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში რევოლუციური ცვლილებები მოახდინა. საქართველოში პირველი ე.წ. „ცხოვრების სტილის“ კონცეფციის ბრენდი — Rooms Hotels და შემდეგ Stamba Hotel — აჭარა ჯგუფის ინოვაციური პროექტებია. ამჟამად კომპანიაში ექვსი საერთაშორისოდ აღიარებული სტუმარმასპინძლობის დაწესებულება ოპერირებს.

აჭარა ჯგუფი ღონისძიებების ორგანიზების იდუსტრიაშიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა და კლიენტებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებასა და გამორჩეულ კვების სერვისებს სთავაზობს. კომპანია ასევე აწყობს ტურებს თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, რომელთა ფარგლებშიც მოგზაურები პროფესიონალი გიდების დახმარებით ავთენტურ ადგილობრივ გამოცდილებებს იღებენ.

სასტუმროები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ჯგუფის სასტუმროებმა საქართველო მსოფლიო სტუმარმასპინძლობის რუკაზე მონიშნა. მათი უნიკალური არქიტექტურა და დიზაინი „რუმს სტუდიოსა“ და „აჭარა არქ ჯგუფის“ თანამშრომლობით შეიქმნა. შთამბეჭდავი სივრცეები და პერსონალის სტუმართმოყვარეობა თითოეული სტუმარისთვის გამორჩეულ გამოცდილებას ჰქმნის. 

ინოვატორ მეწარმეებთან, ხელოვანებთან და ნიჭიერ ადამიანებთან თანამშრომლობით აჭარა ჯგუფმა თავი მოუყარა საინტერესო ადგილობრივ კომუნებს, რომლებსაც ქვეყნის კრეატიული ეკონომიკის განვითარებში უდიდესი წვლილი შეაქვთ.

ვრცლად

რესტორნები

აჭარა ჯგუფმა კულინარიაში სრულიად ახალ ტენდენციებს ჩაუყარა საფუძველი და ქვეყნის გასტრონომიულ კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ცოცხალი, ადგილობრივი პროდუქტებისგან დამზადებული კერძები კომპანიის სამარკო ნიშანია, როგორ თანამედროვე ქართულ, ისე კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოში. ყველა რესტორანსა და ბარს საფუძვლად უდევს კომპანიის ფილოსოფია „ფერმიდან მაგიდაზე“ და მათი მენიუები სეზონურად ახლდება. „სტამბაში“ მდებარე შოკოლატერია ფუნქციონირებს კონცეფციის „მარცვლიდან ფილამდე“  შესაბამისად, რომელიც ასევე გულისხმობს მხოლოდ სეზონური და ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებას.

ვრცლად

ღონისძიებები

MICE მოგზაურები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები თუ თანამედროვე ხელოვანები მათ რიგებში არიან, ვინც მუდმივად ესწრება ჩვენი შემოქმედებითი გუნდის ღონისძიებებს და შეფების შემოთავაზებულ გასტრონომიულ თავგადასავლებში ებმება. 

ვრცლად

ტურები

საქართველო სულ უფრო პოპულარული დანიშნულების ადგილი ხდება თავგადასავლების მაძიებლებისა და მოგზაურებისთვის, რაც ძირითადად ქვეყნის ლამაზი და ველური ბუნებით, უნიკალური კულტურული იდენტობითა და გამორჩეული კულინარიითაა განპირობებული. კომპანიის გამოცდილი გიდები სტუმრებს ქვეყნის მრავალრიცხოვან ღირსშესანიშნავ ადგილებს და არქიტექტურულ შედევრებს აცნობენ. ურბანული სეირნობები, კულინარიული აღმოჩენები, საგულდაგულოდ გაწერილი ტურები კავკასიონზე — აჭარა ჯგუფის გიდები სტუმრებს აღმოუჩენელ და მიუწვდომელ ადგილებშიც კი ამოაყოფინებენ ხოლმე თავს.