აჭარა ჯგუფმა კულინარიაში სრულიად ახალ ტენდენციებს ჩაუყარა საფუძველი და ქვეყნის გასტრონომიულ კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ცოცხალი, ადგილობრივი პროდუქტებისგან დამზადებული კერძები კომპანიის სამარკო ნიშანია, როგორც თანამედროვე ქართულ, ისე კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოში. ყველა რესტორანსა და ბარს საფუძვლად უდევს კომპანიის ფილოსოფია „ფერმიდან მაგიდაზე“ და მათი მენიუები სეზონურად ახლდება. „სტამბაში“ მდებარე შოკოლატერია ფუნქციონირებს კონცეფციის „მარცვლიდან ფილამდე“ შესაბამისად, რომელიც ასევე გულისხმობს მხოლოდ სეზონური და ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებას.
„შიო რამენი“ რამენის პირველი რესტორანი იყო თბილისში, რომელიც სტუმრებს აზიური კერძების ნაირსახეობებს სთავაზობდა. კაფე „სტამბამ“ ახალი სული შთაბერა ქართულ სამზარეულოს და ტრადიციული კერძების ნოვატორულ ვარიაცებს გვაწვდის. The Kitchen-ის ევროპული მენიუ ფრანგულ გავლენებს ეფუძნება, მაშინ როცა „ლოლიტა“ იტალიურისა და ახალი ამერიკული სამზარეულოების ნაზავს გვთავაზობს. აჭარა ჯგუფის რესტორნები და ბარები გვიყვებიან ამბავს, გვაცნობენ ნამდვილ ქართულ გემოებსა და წარმოგვიდგენენ საერთაშორისო კერძების სინთეზს ტრადიციულთან.