Rooms Hotels საქართველოში შექმნილი ახალგაზრდა და დამოუკიდებელი „ცხოვრების სტილის“ ბრენდია, რომელმაც რეგიონის რჩეულ სასტუმროებს შორის გამოკვეთილი ლიდერის პოზიცია დაიკავა. ბრენდის გარშემო უკვე ჩამოყალიბდა ადგილობრივი თაყვანისმცემლების ჯგუფი და გაჩნდა მჭიდრო კავშირები საერთაშორისო ბიზნესსა თუ მოგზაურებს შორის.

ვებსაიტი

Rooms Hotels თანამედროვე საქართველოს სახეა და, ამავდროულად, მის ისტორიულ ფესვებს ეფუძნება. ის შთაგონებულია მიმდინარე გლობალური ტენდენციებით დიზაინის, გასტრონომიისა და კულტურის სფეროებში. ბრენდი უწყვეტად ვითარდება რეგიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

Rooms Hotels-ის სამივე სასტუმრო Design Hotels-ის წევრები არიან.