Privacy Policy
ვებ–გვერდის გამოყენების წესები და პირობები
გამოქვეყნების თარიღი: 4 ივლისი, 2024 წ
ვებ–გვერდის გამოყენების წესები
მოცემულ ვებ–გვერდს, www.adjaragroup.com („ვებ–გვერდი“) მართავს შპს აჭარა ჰოტელსი (ID 404673947), რომელიც ასევე მოიხსენიება როგორც („ჩვენ“ ან „ჩვენი“) დადგენილი გამოყენების წესებით („TOR“). მოცემული TOR ადგენს წესებსა და პირობებს, ჩვენს „ვებ–გვერდზე“ გამოქვეყნებულ მასალასთან –ტექსტური მასალა, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზა, ფორმატი, დოკუმენტი, გრაფიკული თუ წერილობითი ნამუშევარი და ყველა სხვა სახის მასალა („კონტენტი“) დაკავშირებით; ამასთან აღნიშნული TOR ასევე განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლითაც ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით აღნიშნულ „ვებ–გვერდზე“ განთავსებულ ინფორმაციას.
„ვებ–გვერდი“ და მასზე განთავსებული „კონტენტი“ წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაცია მიზნებისთვის და „ვებ–გვერდსა“ ან მის შინაარსში არაფერია გამიზნული სხვა მიზნებისთვის, გარდა ზოგადი საინფორმაციო მიზნებისა.
მოცემულ „ვებ–გვერდზე” წვდომით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მიერ „ჩვენი ვებ–გვერდი“ ან მასზე განთავსებული „კონტენტი“:
• არ იქნება გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;
• არ იქნება კოპირებული, შესწორებული, გარდაქმნილი ან გავრცელებული;
• არ იქნება კომერციული მიზნებით გამოყენებული.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ ზიანზე/დანაკარგზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას „ვებ–გვერდზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ან „კონტენტზე“ დაყრდნობით. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება თქვენი ან მესამე პირების მიერ, ჩვენი „ვებ–გვერდის“ ან/და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებას.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
ჩვენ, ჩვენი მომწოდებლები ან მესამე პირები, რომლებმაც მოგვანიჭეს მათი მასალის ჩვენს „ვებ–გვერდზე“ გამოყენების უფლებამოსილება, ვფლობთ ყველა სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს და ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს იმ მასალებზე, რომლებიც განთავსებულია ამ „ვებ–გვერდზე“.
მოცემული TOR თქვენ არ განიჭებთ „ვებ–გვერდზე“ ან მასზე განთავსებულ მასალებზე რაიმე სახის საკუთრების ან სარგებლის უფლებას.
პერსონალ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განმარტავს პერსონალური ინფორმაციის („პერსონალური ინფორმაცია“ ან „პერსონალური მონაცემი“) ტიპს და მათი გამოყენების ფორმას, რომელსაც ჩვენ (შპს „აჭარა ჰოსპიტალიტი“) ვაგროვებთ თქვენგან. შესაბამისად, ჩვენს „ვებ–გვერდზე“ წვდომისა და მისი გამოყენების (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „აქტივობები“, ხოლო ცალკე, ერთ კონკრეტულ მოქმედებასთან დაკავშირებით, როგორც „აქტივობა“) დროს, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. თქვენ („თქვენ“) წარმოადგენთ პირს, რომელიც ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ „აქტივობას.“
შესაბამისად, თქვენს მიერ ზემოაღნიშნული „აქტივობებიდან“ ნებისმიერში ჩართვით, ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ თქვენ წაიკითხოთ და დაეთანხმოთ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და განაცხადოთ თანხმობა, რომ დაიცავთ მის პირობებს.
მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ამავე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-10 მუხლში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე. ჩვენ შესაძლოა შეგატყობინოთ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის უახლეს განახლებებსა და ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ შეიძლება დაგვეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, თუ ამგვარად არ ვიმოქმედეთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამავე „ვებ–გვერდზე“ პერიოდულად შეამოწმოთ და გაეცნოთ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში შეტანილ უახლეს ცვლილებებს.
1. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან
იმის მიხედვით თუ რა სახის აქტივობას ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის მონაცემები. ქვემოთ, გთხოვთ, იხილოთ, თუ რას ვაგროვებთ თქვენგან თითოეულ „აქტივობასთან“ დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ახორციელებთ:
ა) თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს „ვებ–გვერდს“ ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას: ტექნიკური მონაცემი (ე.წ. აი–პი მისამართი, ლოგ–ინ დატა, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, დროის ზონის კონფიგურაცია და ლოკაცია, ბრაუზერის „ფლაგ–ინ“ ტიპები და ვერსიები, იმ მოწყობილობის საოპერაციო სისტემა, პლატფორმა და სხვა სახის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებთ ჩვენს „ვებ–გვერდზე“ წვდომის დროს), „ვებ–გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (თქვენ მიერ „ვებ–გვერდის“ გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია).
2. როდის და როგორ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
„პერსონალური ინფორმაცია“ შეიძლება მიღებულ იქნას შემდეგი წყაროებიდან/მოქმედებებიდან:
თქვენს მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი „აქტივობების“ განხორციელების დროს, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს ზემოთ მოცემულ პირველ მუხლში შემუშავებული დეტალური დიფერენცირებული ჩამონათვალის შესაბამისად.
აგრეთვე, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“ სხვა წყაროებიდანაც, როგორიც არის სოციალური მედია საშუალებები, აპლიკაციები და სხვა მესამე პირები. როდესაც სტუმრობთ ჩვენს „ვებ–გვერდს“ თქვენი პირადი სოციალური მედია ანგარიშიდან, ჩვენ აგრეთვე ვაგროვებთ თქვენს სოციალურ მედია ანგარიშზე არსებულ „პერსონალურ ინფორმაციას.“
3. ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპები
- ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ მხოლოდ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებით და თქვენი „პერსონალური მონაცემები“ არ მუშავდება სხვა ნებისმიერი სახით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ მიზნებთან;
- ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს მიერ შეგროვებული და დამუშავებული „პერსონალური მონაცემები“ იყოს ადეკვატური და შესაბამისი მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით დადგენილ მიზნებთან;
- ჩვენ ვინახავთ და ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ მხოლოდ იმ ფორმითა და ვადით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
- ჩვენ ვიცავთ თქვენს შესახებ შეგროვებულ ყველა საჯარო და არა საჯარო პერსონალურ ინფორმაციას, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრი დაცვით;
- ჩვენ ვნერგავთ და ვინარჩუნებთ ყველა საჭირო შიდა ტექნიკურ და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურად და უსაფრთხოდ შესანახად და დასაცავად;
- ჩვენ მოვითხოვთ ნებისმიერი მესამე პირისგან, რომელიც გვაწვდის პროდუქტს/მომსახურებას, რომ დაიცვან და პატივის სცენ თქვენი „პერსონალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობას.
- ჩვენ მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებსა ვანიჭებთ უფლებას, რომ ჰქონდეთ წვდომა და დაამუშაონ თქვენი „პერსონალური მონაცემები“, მხოლოდ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად. მათზე სრულად ვრცელდება თქვენს „პერსონალურ მონაცემთა“ შენახვაზე, დამუშავებასა და გაუმჟღავნებლობაზე მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.
4. პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიზნები
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ ინფორმაციას“ ჩვენს „ვებ–გვერდზე“ შემოთავაზებულ, ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებით თქვენი გამოცდილების და ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად, ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების თქვენს მოთხოვნილებებზე მოსარგებად და ნებისმიერი ხარვეზის იდენტიფიცირების მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენი „ვებ–გვერდის“ საშუალებით ჩვენს შესახებ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისას და თქვენთან კომუნიკაციისას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ „პერსონალურ მონაცემებს“ ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, ჩვენი მომხმარებლების მოცემულ „ვებ–გვერდთან“ ინტერაქციის ანალიზისთვის. ჩვენ პერიოდულად ვაწარმოებთ ხარისხობრივ კვლევებს, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების დონე.
5. პერსონალურ მონაცემთა გაზიარება
ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“ შემდეგ პირებს:
ა) ჩვენს აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც ნიშნავს ჩვენთან აფილირებულ ან დაკავშირებულ სუბიექტებს, ნებისმიერ სუბიექტს ან/და პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჩვენს მიერ, იმყოფება საერთო კონტროლის ქვეშ ჩვენთან ერთად ან კონტროლდება ჩვენთან ერთად სხვა აფილირებული სუბიექტის მიერ საერთო ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით.
ბ) მოცემული განმარტების მიზნებისთვის, „კონტროლი” გულისხმობს: პირდაპირ ან ირიბად უფლებამოსილების ქონას წარმართოს სუბიექტის/პირის მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულება, საკუთრების უფლების ან საკონტროლო პაკეტის ან ხმის მიცემის გზით, ხელშეკრულებით თუ სხვაგვარად.
ჩვენი აფილირებული კომპანიებისთვის პერსონალურ მონაცემთა გაზიარება ხდება ჩვენი კომპანიათა ჯგუფის კორპორატიული/მმართველობის სტრუქტურის ფარგლებში ლეგიტიმური ფინანსური და იურიდიული მიზნებისთვის. ჩვენ მხოლოდ ისეთ აფილირებულ პირებს ვუზიარებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ ჩვენი ჯგუფიდან, რომელთაც სჭირდებათ თქვენი მონაცემების დამუშავება მე–5 მუხლში მითითებული მიზნებისთვის და რომლებიც თქვენს „პერსონალურ მონაცემთა“ დამუშავებას, შენახვას და გაუმჟღავნებლობას იცავენ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალობის იგივე სტანდარტით.
გ) ჩვენს დასაქმებულებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენს „პერსონალურ მონაცემებზე“ წვდომა და მათი დამუშავება მხოლოდ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის. მათზე უცვლელად ვრცელდება თქვენს „პერსონალურ მონაცემთა“ დამუშავებაზე, უსაფრთხოდ შენახვასა და გაუმჟღავნებლობაზე მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალობის ვალდებულებები;
დ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. COOKIE ფაილები
ვებ–გვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს, რათა გააანალიზოს თქვენ მიერ ჩვენი „ვებ–გვერდის“ მოხმარება. ეს ინფორმაცია გვეხმარება ჩვენი სერვისების და „ვებ–გვერდის“ განახლებასა და განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ, თქვენს „პერსონალურ ინფორმაციას“ აგრეთვე ვამუშავებთ მოცემული Cookie ფაილების საშუალებითაც, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ მითითებულ Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკაში.
7. პერსონალურ მონაცემთა შენახვა და უსაფრთხოება
ჩვენ, თქვენს „პერსონალურ ინფორმაციას“ ვეპყრობით შესაბამისი გულმოდგინებით, კონფიდენციალურად და მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე–3 მუხლში გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად. ჩვენ ვიღებთ და ვნერგავთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომას, თქვენი „პერსონალური ინფორმაციის“ უკანონო გამოყენების, დაკარგვის, შეცვლის, წაშლის, დამუშავების და/ან თქვენს პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული, არანებადართული წვდომისა და ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით. აღნიშნულ ზომებს ვიღებთ და ვნერგავთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად.
ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად. თუ დამუშავების არც მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზანი აღარ არსებობს, ჩვენ რუტინული წესით წავშლით თქვენ „პერსონალურ მონაცემებს“ ან შევინახავთ მათ არაიდენტიფიცირებადი და დეპერსონალიზებული ფორმით, ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის და ვუზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა აფილირებულმა პირებმა დაიცვან იგივე წესი.
8. თქვენი უფლებები და ვალდებულებები
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ჩვენს მიერ შეგროვებულ და დამუშავებულ თქვენს პირად „პერსონალურ მონაცემებზე“ წვდომა, მათი დაბრუნება, შესწორება, დამატება და/ან წაშლა, ასევე უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენი თანხმობა მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაზე. ჩვენ განვიხილავთ და დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ან უარს განვაცხადებთ მის დაკმაყოფილებაზე, თუ ის ეწინააღმდეგება ჩვენს კანონიერ ინტერესებსა და ვალდებულებებს, საჯარო ინტერესებს ან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
გთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენი მოთხოვნების განხილვასა და დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ „პერსონალურ მონაცემთა“ მიმართებითა და ფარგლებში, რომლებიც განთავსებულია და ინახება ჩვენს მონაცემთა სერვერებზე.
9. მარეგულირებელი სამართალი
ჩვენი „ვებ–გვერდი“ და მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განიმარტება და რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ჩვენი რეკვიზიტები
ნებისმიერი კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
Adjara Hotels LLC (I/N: 404673947).
Postal Address: 14 Kostava Street, Tbilisi, Georgia
E-mail address: [email protected]
COOKIE პოლიტიკა
რა არის Cookie ფაილი?
Cookie წარმოადგენს პატარა ფაილს, რომელიც ინახება თქვენს პერსონალურ კომპიუტერში, ტაბლეტში, მობილურ ტელეფონში ან სხვა სახის მოწყობილობაში. ინფორმაცია, რომელიც ინახება Cookie ფაილებში არ არის საზიანო თქვენი მოწყობილობისთვის. Cookie ფაილები გამოიყენება ჩვენი „ვებ–გვერდის“ და ჩვენს „ვებ–გვერდზე“ თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. Cookie ფაილები ინახავს თქვენ მიერ ჩვენს „ვებ–გვერდზე“ ნავიგაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
რომელ Cookie ფაილებს ვიყენებთ?
- სოციალური მედიის Cookie ფაილები: გამოიყენება სოციალურ მედიაში გვერდებისა და სხვადასხვა ინფორმაციის გასაზიარებლად. ასეთი Cookie ფაილების გამოყენება შესაძლებელია სარეკლამო/მარკეტინგული მიზნებისთვისაც. Cookie ფაილების მოცემული სახეობა აგროვებს ინფორმაციას ჩვენი „ვებ–გვერდის“ მომხმარებლების სქესის, ასაკის, პრეფერენციებისა და ინტერესების შესახებ.
- საჭირო Cookie ფიალები: Cookie ფაილების მოცემული სახეობა აუცილებელია მოცემული ვებ–გვერდის ფუნქციონირებისათვის. მოცემული Cookie ფაილები გეხმარებათ ჩვენს ვებ–გვერდზე ნავიგაციაში და ისინი არ აიდენტიფიცირებენ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“.
- ანალიტიკური Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენ მიერ მოცემული „ვებ–გვერდის“ გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიტიკის მიზნებისთვის. მაგალითად, აგენერირებს ინფორმაციას „ვებ–გვერდზე“ განთავსებულ იმ გვერდების შესახებ, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობს მომხმარებელი. მოცემული Cookie ფაილები არ ამუშავებს „პერსონალური მონაცემების“ შემცველ ინფორმაციას. ყველა მონაცემი, რომელსაც მოცემული Cookie ფაილი აგროვებს და ამუშავებს არის ანონიმური და არის მხოლოდ სტატისტიკური ღირებულების მქონე. ანალიტიკური Cookie ფაილებით ვიღებთ ინფორმაციას თუ „ვებ–გვერდის“ რომელი გვერდები არის შედარებით საინტერესო და გავრცელებული „ვებ–გვერდის“ მომხმარებლებში, „ვებ–გვერდზე“ განთავსებული რომელი მარკეტინგული ინფორმაცია/რეკლამა არის უფრო ეფექტური და ა.შ.
ჩვენ არ ვინახავთ თქვენი მისამართის, პაროლების, საკრედიტო და სადებეტო საბანკო ბარათების და სხვა ნებისმიერი პირადი ინფორმაციის შესახებ მონაცემებს Cookie ფაილებში
GOOGLE ანალიტიკა/FACEBOOK PIXEL
ჩვენ ვიყენებთ Google ანალიტიკის და Facebook Pixel სერვისებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სტატისტიკური მონაცემები ჩვენი „ვებ–გვერდის“ ვიზიტორების შესახებ (ძიების შინაარსი, ვებ–გვერდის გარკვეული გვერდი, რომელსაც ისინი სტუმრობენ და ა.შ.). ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას,
ვებ–გვერდზე“ შემომსვლელი პირის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, „ვებ–გვერდზე“ მისი ვიზიტის ხანგრძლივობისა და „ვებ–გვერდზე“ ვიზიტის დროს გამოყენებული მოწყობილობის შესახებ. ჩვენ ასევე ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი „ვებ–გვერდის“ ვიზიტორების ასაკის, სქესის, ინტერესების, გამოყენებული მოწყობილობის ენის, ადგილმდებარეობის, მოწყობილობის ტიპის და „ვებ–გვერდზე“ ვიზიტორების ქცევის შესახებ („ვებ–გვერდზე“ ჩართულობა, ინტერაქცია და „ვებ–გვერდზე“ ვიზიტების სიხშირე). აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის, რაც არ გვაძლევს საშუალებას დავაიდენტიფიციროთ „ვებ–გვერდის“ ვიზიტორი.
ვინ იყენებს Cookie ფაილებს?
ჩვენ ვართ Cookie ფაილების და მათში შენახული ინფორმაციის ძირითადი მომხმარებლები.