ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომით აჭარა ჯგუფმა შექმნა ინკლუზიური გარემო, სადაც თანამშრომლებს პროფესიულ ზრდაში სრული ხელშეწყობა აქვთ. კომპანია აქტიურად მუშაობს ქართველ ფერმერებთან და ადგილობრივ ბიზნესებთან, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. ამასთან ერთად, აჭარა ჯგუფი შემოქმედებით ინდუსტრიებსაც უჭერს მხარს, რის შედეგადაც ბევრ ხელოვანსა და ინოვატორ მეწარმეს ეძლევა საშუალება, წვლილი შეიტანოს ქვეყნის კულტურული სცენის განვითარებაში, რომელიც უკვე იძენს საერთაშორისო აღიარებას მისი უნიკალურობისა და ისტორიული აქტუალობის დამსახურებით. 

თანამშრომლები

აჭარა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს გენდერულ თანასწორობაზე, ახალგაზრდების დასაქმებასა და რეგიონალური სამუშაო ძალის განვითარებაზე. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განსხვავებული სქესის თანამშრომლების თანაბარ წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს შესაძლებლობების ფართო სპექტრს ახალგაზრდა, მიზანდასახული პროფესიონალებისთვის. 

გუნდის თითოეული წევრი მონაწილეობს სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგში, იღებს კონსულტაციებს კარიერული ზრდის შესახებ და სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით.

რეგიონული განვითარება აჭარა ჯგუფის ცენტრალური მიმართულებაა. კომპანიის მიერ ქვეყნის მასშტაბით შექმნილი პროექტები ხელს უწყობს სოფლად დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას. 

 აჭარა ჯგუფის კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია თანასწორობაზე, ინკლუზიურობაზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამშრომლების კარიერული გზის გაკვალვის თუ გუნდის ახალი წევრების მიღების პროცესში.

პარტნიორები და საზოგადოება

აჭარა ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთი კოლაბორაციები, რომლებიც აძლიერებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ინკლუზიურობასა და თანასწორობას. 

ყაზბეგში, კოხტა-მიტარბსა და კახეთში განხორციელებული რეგიონული პროექტების საშუალებით კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივი ბიზნესების განვითარებაში. ახალი სამუშაო პერსპექტივების შექმნით და სოფლის თემების მხარდაჭერით აჭარა ჯგუფმა ბიძგი მისცა ეკონომიკურ ზრდას ქვეყნის მოწყვეტილ მხარეებში, სადაც აქამდე უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობები და რესურსები იყო.

მეტიც, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით კომპანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვნად აძლიერებს და ხელს უწყობს ქართველ ფერმერებს ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო გაზრდასა თუ განვითარებაში.

კრეატიული ეკონომიკა

კრეატიული ეკონომიკის განვითარება საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დონის შემცირებას განაპირობებს. ქვეყნის კულტურის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას კი წარმატება მოაქვს მრავალი ქართული შემოქმედებითი პროექტისთვის. აჭარა ჯგუფის სხვადასხვა ინიციატივების დამსახურებით სექტორი არნახულად ფართოვდება და ახალ მასშტაბებს იძენს. 

თბილისში მდებარე ყოფილ რადიო ქარხანას აჭარა ჯგუფი კრეატიული ეკონომიკის ახალ კერად აყალიბებს. პროექტი მიზნად ისახავს მხატვრების, მეწარმეების, პედაგოგებისა და სხვა სფეროების პროფესიონალების ჩაბმას ახალი ეკოსისტემის სინერგიაში. 

კრეატიული ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კომპანიის ატელიეც. Hotel Atelier 15 თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც აჭარა ჯგუფის სასტუმროებისთვის მაღალი ხარისხის ქსოვილებისგან უნფირომებს, აქსესუარებსა და ინტერიერის დიზაინის ელემენტებს ჰქმნიან. 

აჭარა ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ხელოვანებთან, დიზაინერებთან, კურატორებთან, არქიტექტორებთან თუ ინოვაციურ მეწარმეებთან. კომპანია ხელს უწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქვეყნის შემოქმედებით პოტენციალს აღრმავებს და სამუშაო ადგილებს აჩენს.