„ფაბრიკა“ ჰოსტელის სახით აჭარა ჯგუფმა სტუმარმასპინძლობის კიდევ ერთი ინოვაციური კონცეფცია შექმნა. „ფაბრიკა“ ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ქარხანაა, რომელიც ჯგუფმა დიზაინზე ორიენტირებულ, მულტიფუნქციურ სივრცედ გადააკეთა და რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს ჰოსტელად აქცია. პროექტი განხორციელდა თბილისში მცხოვრები დინამიკური არქიტექტორების გაერთიანება Multiverse Architecture-თან (MUA) თანამშრომლობით. 

.

ვებსაიტი

„ფაბრიკა“ მალევე იქცა ადგილობრივი ახალგაზრდების, მოგზაურების, ხელოვნების მოყვარულებისა და თავგადასავლების მაძიებლების მიზიდულობის ცენტრად. „ფაბრიკის” შიდა ეზო მოიცავს რესტორნებს, ბარებსა და კონცეპტუალურ მაღაზიებს, რომლებსაც დედაქალაქის კულტურულ და ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ამასთან ერთად, „ფაბრიკაში“ განთავსებულია ვრცელი საზიარო სამუშაო სივრცე და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახალგაზრდა, მომავალზე ორიენტირებულ ადამიანებს ერთად ყოფნის, იდეებისა და გამოცდილებების გაზიარების საშუალებას აძლევს.