აჭარა ჯგუფის აკადემიის ინოვაციური პროგრამები პრაქტიკაზე ორიენტირებულია და ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. პროექტი საქართველოში პროფესიული განათლების სფეროს პოპულარიზაციასაც ემსახურება. 

ვებსაიტი

აკადემიის მიზანია დაეხმაროს როგორც აჭარა ჯგუფის თანამშრომლებს, ისე სხვა მომხმარებლებს საჭირო ცოდნის დაგროვებასა და უნარების შემუშავებაში. ამჟამად აკადემია ორ მიმართულებას აერთიანებს — სწავლისა და განვითარების ცენტრი და კულინარიის სკოლა.