კრეატიული ეკონომიკის განვითარება საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დონის შემცირებას უწყობს ხელს, შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდა კი განაპირობებს ქვეყნის კულტურის ექსპორტს და პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ხელოვანებთან, დიზაინერებთან, კურატორებთან, არქიტექტორებთან თუ ინოვაციურ მეწარმეებთან.
მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ რადიო ქარხანას აჭარა ჯგუფი კრეატიული ეკონომიკის ახალ კერად აყალიბებს. პროექტი მიზნად ისახავს მხატვრების, მეწარმეების, პედაგოგებისა და სხვა სფეროების პროფესიონალების ჩაბმას ახალი ეკოსისტემის სინერგიაში. რადიოქალაქის ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო ფესტივალების, გამოფენების, ხელოვნების ბაზრობებისა თუ არტისტების რეზიდენციების გასამართად. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ატელიები, სტუდიები და მრავალი სხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო კუთხე.
ყაზბეგში, პირველ Rooms Hotel-ზე მუშაობისას აჭარა ჯგუფის გუნდმა გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომელთა უნიფორმების სასტუმროს სივრცეებთან ჰარმონირება. შედეგად, კომპანიამ დაიწყო ინოვატორ დიზაინერ თინა კვინიკაძესთან თანამშრომლობა, რომელიც თეატრისა და კინოს კოსტიუმების დიზაინშია სპეციალიზებული.
თინა სათავეში ჩაუდგა რეგიონში პირველ სასტუმროს კუთვნილ ატელიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აჭარა ჯგუფის, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდის ჩამოყალიბებაში. ამჟამად, თინა 15 ქალისგან შემდგარ გუნდს მართავს, რომლებიც მაღალი ხარისხის ქსოვილებისგან ქმნიან ტანსაცმელებს, აქსესუარებსა და ინტერიერის დიზაინის ელემენტებს.
Hotel Atelier-ის მიერ შექმნილი მოდისა და დიზაინის ნივთების კონცეფცია ინდივიდუალობასა და სივრცეში ორგანულ ინტეგრაციას უსვამს ხაზს და აჭარა ჯგუფის სასტუმროების ინტერაქტიულ ინტერიერებს კიდევ უფრო ამდიდრებს.
თინა კვინიკაძის და მისი ინოვაციური გუნდის შექმნილი პროდუქცია მდგრადი და ეკო-მეგობრულია. მორჩენილი ნაჭრებისა და გამოყენებული თეთრეულის გადამუშავებით ისინი ქმნიან სასტუმროს ოპერაციებისთვის საჭირო ნივთებს — მაგალითად, სამრეცხაო ჩანთებს. ამასთან ერთად, მკერავები გაცვეთილი უნიფორმების სხვადასხვა დეტალებს ახალი ტანსაცმლის შესაქმნელად იყენებენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში დიზაინერული კონცეფციების განვითარებასა და ქვეყნის შემოქმედებით ინდუსტრიებში მდგრადი მოდის პრაქტიკების დამკვიდრებაში აჭარა ჯგუფის ატელიეს როლი უმნიშვნელოვანესია.
აჭარა ჯგუფი აქტიურადაა ჩართული ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში და ქართველი თანამედროვე ხელოვანების ფართო სპექტრს უჭერს მხარს. კომპანიის ობიექტებზე შეხვდებით კულტურული ღონისძიებებისა და პროგრამებისთვის განკუთვნილ არაერთ სივრცეს.
კომპანიის საზოგადოებრივი შეკრების ადგილები სწრაფად ჩამოყალიბდა კულტურულ ჰაბებად, სადაც იმართება შეხვედრები საერთაშორისოდ აღიარებულ მწერლებთან, ფოტოგრაფებთან, მხატვრებთან, არქიტექტორებთან თუ დიზაინერებთან. რუმსსა და სტამბას სასტუმროებში წარმოდგენილია ცნობილი და დამწყები ქართველი მხატვრების ნამუშევრების ფართო კოლექცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც საჯარო სივრცეებსა და სტუმრების ოთახებშია გამოფენილი.
სასტუმრო სტამბაში ასევე განთავსებულია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი, რომელშიც ბოლო ათწლეულების გამორჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ ფოტოგრაფების ნამუშევრებს შეხვდებით.
ამასთან ერთად, სასტუმრო სტამბა და ფაბრიკა ინოვატორ ადამიანებსა და ჯგუფებს თავიანთ სივრცეებში რეზიდენციებს სთავაზობს, რაც ქვეყნის შემოქმედებით გარემოს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.
კომპანია თანამშრომლობს თანამედროვე ხელოვნების ისეთ მოწინავე პლატფორმებთან, როგორებიცაა Artarea, Oxygen Art Festival-ის შემქმნელი Propaganda Network და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის Innovation Lab. ამ ინსტიტუტების შემადგენლობაში შედიან გაბედული მხატვრები, კრიტიკოსები და კურატორები, რომლებიც საქართველოს კულტურულ საზღვრებს სულ უფრო აფართოვებენ. ამავდროულად, აჭარა ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოში გამართულ კინოს, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების ფესტივალებს, თბილისის არქიტექტურულ ბიენალეს.
ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაში კულტურულ მემკვიდრეობას გადამწყვეტი როლი აქვს, სწორედ ამიტომაც, აჭარა ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, რუსთაველის თეატრთან, თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან.
თბილისს მოდის ინდუსტრიაში უკვე სფეროს ყველაზე ცნობილი დედაქალაქების გვერდით ახსენებენ. უნიკალური სტილის შეგრძნების დამსახურებით ქალაქი მსოფლიო მოდის ყურადღების ეპიცენტრშია. აჭარა ჯგუფი პარტნიორობს Mercedes Benz Tbilisi Fashion Week-თან, რომელიც ყოველწლიურად ნიჭიერ ადგილობრივ დიზაინერებს უყრის თავს.