აჭარა ჯგუფი ახალ ეტაპს იწყებს

მოხარულები ვართ, გაცნობოთ აჭარა ჯგუფში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანია ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ვთვლით, რომ დადგა ახალ ეტაპზე გადასვლის დროც.

აქედან გამომდინარე, დაარსდა აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი, რომელიც გააერთიანებს სტუმარმასპინძლობის და აგრომეწარმეობის მიმართულებებს და საფუძველს ჩაუყრის არაერთ ახალ პროექტს. ამასთან ერთად, შეიქმნა ჰოლდინგის დირექტორთა საბჭო, რომელიც სამომავლო სტრატეგიულ გეგმებს დასახავს.

ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდია, ახალი გამოწვევებითა და ინოვაციური პროექტებით.

We care about wellbeing of our community. Read the Georgia Travel Updates here
toggle