აჭარა ჯგუფის აკადემია ახალ პროგრამას იწყებს

აჭარა ჯგუფის აკადემიის კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია დღეს დაიწყო  და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან კულინარიის ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი.

პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას ინტენსიური დატვირთვით. თეორიულ ლექციებს წაიკითხავენ  ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები. მათ გაიარეს პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება თბილისსა და რეგიონებში, აჭარა ჯგუფის ობიექტებზე საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ რეალურ სამზარეულოებში. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები განთავსდებიან სასტუმროებში  Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta. 

აჭარა ჯგუფი აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფის აკადემია 2019 წელს შეიქმნა და ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას უძღვება — სწავლებისა  და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას.

დამწყები მზარეულის პროგრამა განხორციელდა თიბისი ბანკის მხარდაჭერით.დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ აჭარა ჯგუფის აკადემიის ვებ-საიტს.

We care about wellbeing of our community. Read the Georgia Travel Updates here
toggle